Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის“- პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მომზადება და გაგზავნა;
  • მიღებული და გაცემული ავანსების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი და კონტროლი;
  • საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა.
  • ბუღალტრული მონაცემებისა და დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და დაარქივება;
  • თვისა და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით განათლების მქონე კანდიდატებს);
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებში — 1C ან Balance — მუშაობის გამოცდილებაუპირატესობად ჩაითვლება:
  • ACCA-ის პროგრამის ფარგლებში ჩაბარებული გამოცდები ან შესაბამისი სერტიფიკატები.

პიროვნული კომპეტენციები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

სამუშაო პირობები;
  • პოზიცია: ბუღალტერი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00;
  • სამუშაო ადგილი დიდი დიღომი,ფარსადანის # 7.
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 2 000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • შერჩევის პროცესი;

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი ეტაპებით:
  • წარმოდგენილი რეზიუმეების პირველადი გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • მოკლე პრაქტიკული ტესტირება, პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/YwJR

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Accounting / Finance Accounting
Industry / Field:
Retail RetailConsumer Products and Services Household Items - FMCG
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 2000

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Accounting / Finance Accounting
Industry / Field(Mandatory):
Retail RetailConsumer Products and Services Household Items - FMCG
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Doctor, Master
Languages:
Georgian
Views
Unique views