Full announcement text
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ს.ს. „ლაზიკა კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ზუგდიდი
ლოკაცია: ზუგდიდი
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მისიაა ისეთი საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტებისა და პროცედურების შექმნა და გაუმჯობესება, რომლებიც გაამარტივებს ყოველდღიურ ოპერაციებს, გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და ხელს შეუწყობს კომპანიის სტრატეგიული გეგმების მიღწევას მათ შორის, კლიენტების რაოდენობის, საკრედიტო პორტფელის მოცულობისა და შემოსავლების ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქტის განვითარება და ზრდის ხელშეწყობა:
- არსებული საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების რეგულარული გადახედვა, დახვეწა და საჭიროებისამებრ რედიზაინი;
- ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების ინიცირება კლიენტების რაოდენობის, პორტფელის მოცულობისა და შემოსავლის ზრდის უზრუნველსაყოფად;
- კლიენტზე მორგებული, მიზნობრივი და სააქციო პროდუქტების შემუშავება სეზონური ან სტრატეგიული კამპანიებისთვის;
- ფილიალებიდან წამოსული ინიციატივებისა და უკუკავშირის საფუძველზე პროდუქტის დონეზე ცვლილებების მხარდაჭერა.
საბაზრო ანალიზი და კონკურენციის მონიტორინგი:
- კონკურენტი ორგანიზაციების პროდუქტებისა და პროცედურების სისტემატური ანალიზი;
- ბაზრის ტენდენციების, კლიენტური ქცევისა და რეგულაციური მოთხოვნების მუდმივი შეფასება;
- მიღებული ანალიტიკური მონაცემების პროდუქტების განვითარების პროცესში ინტეგრირება.
პროცესების ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია:
- მომსახურების პროცესების გამარტივება, მომხმარებელზე უკეთ მორგება და დროის ოპტიმიზაცია;
- ოპერაციული პროცედურების გაუმჯობესება ორგანიზაციული პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად;
- ფილიალებთან და სტანდარტების განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა პროცესების დანერგვისა და კონტროლის მიზნით.
კროს-დეპარტამენტული კოორდინაცია:
- თანამშრომლობა კომერციულ დირექტორთან (CCO) და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან პროდუქტებისა და პროცედურების განვითარების სტრატეგიაზე;
- ფილიალების მენეჯერებთან რეგულარული კომუნიკაცია გამოწვევებისა და რეკომენდაციების შესაგროვებლად;
- მონაწილეობა ადამიანური რესურსების შერჩევისა და შეფასების პროცესში, პროდუქტთან დაკავშირებული კომპეტენციების განსასაზღვრად.
იმპლემენტაცია, კომუნიკაცია და პროცესის მართვა:
- ცვლილებების სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციის კოორდინაცია;
- ახალი პროდუქტებისა და პროცედურების სწორი კომუნიკაცია ფილიალებისთვის — მიგრაციის პროცესის მართვა და განმარტებითი მასალების უზრუნველყოფა;
- განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი, უკუკავშირის შეგროვება და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული კორექტივების გატარება.
ეფექტიანობის ანალიზი და ანგარიშგება:
- განხორციელებული ინიციატივების, პროდუქტებისა და პროცედურების ეფექტიანობის შეფასება დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებით;
- ფინანსური, პორტფელური და ოპერაციული ინდიკატორების ანალიზი პოზიციის პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე;
- რეგულარული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (CCO) მიღწეული პროგრესისა და განვითარების წინადადებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- საფინანსო/საბანკო სექტორში პროდუქტების განვითარების, საკრედიტო ან საოპერაციო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ანალიზისა და პროექტების მართვის უნარი;
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე გათვლილი მიდგომა;
- გუნდური მუშაობისა და პროცესების კოორდინაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Banking
Operational Risk Management,Credit Administration,Operational Support,Credit Portfolio Management - Industry / Field:
- Finance
Banking - Seniority level:
- Mid-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Banking
Operational Risk Management,Credit Administration,Operational Support,Credit Portfolio Management - Industry / Field(Mandatory):
- Finance
Banking - Seniority level:
- Mid-Level
- Education level(s):
- Bachelor, Doctor, Master
- Languages:
- Georgian