Today - 17 Dec
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: legal
Corporate Law - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):legal
Corporate Law - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge
„ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგისა და შვილობილი კომპანიების კორპორაციული მართვის სამართლებრივი მხარდაჭერა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
- კორპორაციული დოკუმენტების (წესდებები, პარტნიორთა/აქციონერთა შეთანხმებები, გადაწყვეტილებები, ოქმები, ბრძანებები) მომზადება და განახლება;
- პარტნიორთა/აქციონერთა კრებების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის სხდომების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- კომპანიების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, წილების გასხვისებისა და სხვა სარეგისტრაციო ცვლილებების წარმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
- შერწყმისა და შესყიდვის (M&A), საინვესტიციო და ერთობლივი საქმიანობის პროექტებში მონაწილეობა, სამართლებრივი შესწავლის (Legal Due Diligence) ჩატარება;
- სხვადასხვა ტიპის, მათ შორის რთული და მაღალი ღირებულების, ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, გადახედვა და შეთანხმება;
- ხელშეკრულებების შესრულების ვადებისა და პირობების მონიტორინგი და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
- სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მხარდაჭერა;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებში და კომპანიის ინტერესების დაცვა;
- კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების, წერილებისა და შეთანხმებების მომზადება;
- კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციისა და პოლიტიკების მომზადებაში მონაწილეობა;
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის (Compliance) კონტროლი, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- უცხოელი თანამშრომლებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართლის მაგისტრის ხარისხი ან ექვივალენტური);
- კორპორაციული სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (იურიდიულ ფირმაში, ჰოლდინგში ან მსხვილ კომპანიაში);
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და კორპორაციული მართვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- სამოქალაქო, შრომითი და ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესებისა და პროცედურების ცოდნა;
- ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკებების წარმოებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (იურიდიული ტერმინოლოგიის ჩათვლით);
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სამშენებლო სფეროში იურისტად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებებთან მუშაობა;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან და სახელმწიფო შესყიდვებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
- რუსული ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
legal
Corporate Law
Views
Unique views
