Today - 16 Dec
Standard
Assistant to the Head of Department
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export Retail Wholesale
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

„ბიდი ჰოლდინგი“ 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აერთიანებს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნაყინის იმპორტსა და რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ჰოლდინგი 50-მდე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში.

„ბიდი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის (ლოჯისტიკა და ანალიტიკა) პოზიციაზე.

სამუშაო დგილი: თბილისი, დ. ჯაბიძის ქ. 8 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:30-დან 17:00-მდე

ფუნქცცია მოვალეობები:
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში ასისტირება;
  • შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მომწოდებლების ონლაინ პორტალებზე შეკვეთების დროული განთავსება და მათი დადასტურების კონტროლი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია შეკვეთების მზადყოფნის, ვადებისა და ლოჯისტიკური პროცესების სამართავად;
  • ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვასა და კოორდინირებაში მონაწილეობა;
  • სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებთან ურთიერთობა, გადაზიდვების კოორდინაცია;
  • გზაში მყოფი ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
  • ტვირთების დაზღვევის პროცესის ორგანიზება და სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ლოჯისტიკურ და შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და ბაზებში შეტანა;
  • მარტივი ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მომწოდებლებთან, პორტალებზე მუშაობისა და გადამზიდავებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის);
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგად ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით შეკვეთების განთავსებისას);
  • ორგანიზებულობა, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ)
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • კარიერულ განვითარებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/cv შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@bdcompany.ge ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი ჰოლდინგის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1(ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views