Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს ჯეისი გლობალი პარტნიორი
კომპანიისთვის ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ ბუღალტერს. თანამშრომელი იმუშავებს მსხვილი საწარმოო კომპანიის ბუღალტრულ გუნდში და აწარმოებს კომპანიის იმპორტის ოპერაციების აღრიცხვას.


ძირითადი მოვალეობები
  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვა ინკოტერმსის პირობების შესაბამისად, იმპორტის დღგ-ისა და ბაჟის ასახვა და მათი საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
  • იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების ფორმირება: ტრანსპორტირება, საბაჟო და სხვა დამატებითი ხარჯები;
  • იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შეჯერება, სხვაობების და მიღებული საკრედიტო ნოტების აღრიცხვა;
  • დებიტ ნოტების მომზადება და გაგზავნა მომწოდებლებისთვის (ნაკლებობა, დაზიანება, ფასის სხვაობა);
  • მომწოდებლებთან შედარების აქტების მომზადება, გაგზავნა, სხვაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • ტრანზიტში მყოფი საქონლის კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან შედარების აქტები და რეესტრის წარმოება;
  • უცხოელი მომწოდებლების საავანსო და საკრედიტო ანგარიშების სისწორის კონტროლი, საკურსო სხვაობები;
  • იმპორტირებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • იმპორტის დღგ-ის რეესტრის მომზადება ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში.

ჩანაცვლება
ხელფასებისა და ძირითადი საშუალებების ბუღალტრის არყოფნისას (შვებულება, ავადმყოფობა) თანამშრომელი ჩაანაცვლებს მას და შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

ხელფასები
  • HR დეპარტამენტიდან მიღებული ხელფასის გაანგარიშების ფაილების დამუშავება;
  • ხელფასის პროგრამულად დარიცხვა შესაბამისი ხარჯის და/ან დანახარჯთა ცენტრის ანგარიშზე;
  • შვებულებების, საავადმყოფო ფურცლების (ბიულეტენების) და სხვა დარიცხვების აღრიცხვა;
  • საშემოსავლო და სახელფასო საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი და მართვა;
  • ფიზიკური პირების იჯარისა და მომსახურების დარიცხვა და დაბეგვრა.

ძირითადი საშუალებები
  • ძირითადი საშუალებების შეძენის, ექსპლუატაციაში მიღებისა და გადაადგილების აღრიცხვა;
  • ცვეთის ყოველთვიური დარიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ჩამოწერა, გაყიდვა და გაუფასურება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კაპიტალური და მიმდინარე რემონტის ხარჯების დოკუმენტაციის აღრიცხვა;

მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება მინიმუმ [2] წელი;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა, განსაკუთრებით დღგ-ისა და საბაჟო საკითხების;
  • Incoterms-ის პირობების ცოდნა;
  • rs.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საბაჟო დეკლარაციებთან;
  • ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (FINA უპირატესობაა);
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა უცხოური ინვოისებისა და დოკუმენტების წასაკითხად;
  • სიზუსტე, ორგანიზებულობა და ვადების დაცვის უნარი.

უპირატესობა
  • საწარმოო ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ხელფასებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის გამოცდილება;
  • სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ან ACCA-ს მოდულები;
  • რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ
  • სრულ განაკვეთზე სამუშაოს, 9:30-6:30;
  • ანაზღაურება 2500 ლარიდან კანდიდატის გამოცდილების და შეთანხმების შესაბამისად;
  • მუშაობას სტრუქტურირებულ გუნდში, მკაფიოდ განსაზღვრული როლითა და ვადებით;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • დაზღვევას
  • კოპრორატიულ ტელეფონს
  • FIT PASS

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის ქუჩა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Accounting / Finance Accounting,ACCA,IFRS
Industry / Field:
Manufacturing Food Production
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Open-ended contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 2500
Additional benefits:
Health insurance,Corporate mobile number

Employer requirement:

Experience is mandatory:
from 2 to 3 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Accounting / Finance Accounting,ACCA,IFRS
Industry / Field(Desired):
Manufacturing Food Production
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Master
Educational programs:
Accounting for construction and service organizations, Accounting, Accounting and Audit, Accounting and Taxes
Languages:
Georgian,Japanese
Views
Unique views
Sent CVs 8