Today - 15 Dec
Standard
Business Client Acquisition and Relationship Specialist
Tbilisi
Application information
Email: geo.hr.recruiting@procredit-group.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Universal Banking Services - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Universal Banking Services - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Education level(s): Bachelor
- Languages: English
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდში!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ურთიერთობის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური ბიზნეს კლიენტების განსაზღვრა
- პოტენციური ბიზნეს კლიენტების ბაზის შექმნა
- პოტენციურ ბიზნეს კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, შეხვედრების ორგანიზება,აქტიური კომუნიკაცია
- ბიზნეს კლიენტების მოზიდვა
- საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა
- იზნეს კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება
- დადგენილი გეგმის შესრულება
- არასაკრედიტო მიმართულებით ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
- ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
- მოტივირებული
- პასუხისმგებლიანი
- შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული
- გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე
- გამოირჩევა კონსულტაციის გაწევისა და კლიენტის დარწმუნების უნარით
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ურთიერთობის სპეციალისტი” შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15/12/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
Banking
Universal Banking Services
Views
Unique views
