Today - 15 Dec
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Repair / installation
Electrical Installation and Repair - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Repair / installation
Electrical Installation and Repair - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომპანია ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. კომპანიის გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“. ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში „პარკ ბულვარი“.
შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- ელექტრიკოსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება კვალიფიციური და გამოცდილი ელექტრიკოსი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, ელექტრული სისტემებისა და მოწყობილობების მონტაჟზე, გამართულ ფუნქციონირებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
როლი მოითხოვს პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ხარისხიან შესრულებას საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
ფუნქცია - მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
- ელექტროგაყვანილობის, საკაბელო ქსელებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი;
- ელექტროგამანაწილებელი ფარების, ავტომატური ამომრთველებისა და სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი და მიერთება;
- განათების სისტემების, ჩამრთველების, როზეტებისა და სხვა ელექტროაქსესუარების მონტაჟი;
- ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
- ელექტრული სისტემებისა და მოწყობილობების გამართულობის შემოწმება, გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესში ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
- ელექტროსქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
- ელექტროსამონტაჟო ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების უნარი;
- ელექტრული გაუმართაობების გამოვლენისა და აღმოფხვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების ელექტროსამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ელექტროსქემებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის ცოდნა;
- ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და მასალების ცოდნა;
- ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა.
კომპანიის შეთავაზება
- მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა;
- სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
- პროფესიონალური და დინამიური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2026
Repair / installation
Electrical Installation and Repair
Views
Unique views
