Today - 11 Dec
Standard
Marketing Specialist
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Marketing management
  • Industry / Field: Manufacturing Plastics Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) Marketing management
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Plastics
    Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, High School, Other
  • Languages: Georgian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


სამშენებლო და სამრეწველო მასალების მწარმოებელი წამყვანი კომპანია „დიო“, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 30 წელია წარმატებით საქმიანობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (კრეატიული პროექტები და მარკეტინგული ღონისძიებები). კომპანია აერთიანებს 160-მდე თანამშრომელს (წარმოება, ადმინისტრაცია, სამონტაჟო ხაზი) და ფლობს რეგიონულ წარმომადგენლობებს ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
ვეძებთ კრეატიულ, ინიციატივიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ახალი იდეების გენერირება, შეუძლია მათი საინტერესო სარეკლამო პროექტებად გარდაქმნა და განხორციელება. ახალი თანამშრომელი შეუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს, რომელშიც მუშაობენ დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. გუნდთან ერთად ის მონაწილეობას მიიღებს კრეატიული კონცეფციების შემუშავებაში და პასუხისმგებელი იქნება მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

კომპანია ,,დიო'' აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 მკ, ფარსადანის N3
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:00)
ანაზღაურება & ბენეფიტები: ანაზღაურება შეთანხმებით + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი + უფასო სადილი/შესვენება ადგილზე + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
კრეატიული კონცეფციები და კონტენტის შექმნა
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად კრეატიული სარეკლამო იდეებისა და კონცეფციების შემუშავება;
  • სარეკლამო კამპანიების, ვიდეორგოლებისა და სხვა მარკეტინგული კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენება კრეატიული და მარკეტინგული პროექტების განვითარებისთვის.

მარკეტინგული ღონისძიებები და პროექტების მართვა
  • მარკეტინგული ღონისძიებების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზება;
  • ახალი პროდუქტების წარდგენისა და პოპულარიზაციის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროექტების ბიუჯეტების დაგეგმვა, ხარჯებისა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • განხორციელებული აქტივობების შედეგების შეფასებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

გუნდური თანამშრომლობა და გარე კომუნიკაცია
  • გრაფიკულ დიზაინერთან, სოციალური მედიის მენეჯერთან და სხვა გუნდის წევრებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • კრეატიული აზროვნება და ორიგინალური იდეების გენერირებისა და განვითარების უნარი;
  • მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • საკუთარი იდეების დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარდგენის უნარი;
  • პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან ეფექტიანი ურთიერთობისა და ხელსაყრელი პირობების შეთანხმების უნარი;
  • პროექტების მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • განხორციელებული კრეატიული კამპანიებისა და მარკეტინგული პროექტების პორტფოლიო;
  • ვიდეოკონტენტის შექმნისა და სარეკლამო წარმოების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები
  • 30-წლიანი გამოცდილების მქონე სტაბილურ კომპანიაში მუშაობას;
  • პროფესიონალ და შემოქმედებით მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობას;
  • საკუთარი იდეების რეალურად განხორციელების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
  • შედეგებზე ორიენტირებულ, თანამშრომლობით სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას,შედეგებზე დაფუძნებული ბონუსს, წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
  • უფასო სადილსა და შესვენებას ადგილზე;
  • სადაზღვევო პაკეტს;
  • სამუშაო გრაფიკს: 09:30 – 18:00 (ორშაბათი - პარასკევი).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dio.selfrecruit.ge/s/FELOj

გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views