Next
Today - 10 Dec
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Retail Sales - Industry / Field: Manufacturing
Automotive - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: from 4 to 5 years
- Specialization/Specialty(Desired):Sales
Retail Sales - Industry / Field(Desired):Manufacturing
Automotive - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): High School, Master, Bachelor, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ამბოლი“ დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
ამ ეტაპზე კომპანია „ამბოლი“ წარმოდგენილია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge| www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლში“ ვეძებთ გუნდის წევრს საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივებისა და განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება;
- გაყიდვების არსებული პროცესებისა და მოდელების ანალიზი, მათი ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების გზების განსაზღვრა;
- გაყიდვების ზრდის ახალი მექანიზმების, კომერციული შეთავაზებებისა და გაყიდვების მასტიმულირებელი ინიციატივების შემუშავება და დანერგვა;
- გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი, გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და შესყიდვის ქცევის ანალიზი, კონვერსიის, საშუალო ჩეკისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდის მიმართულებით მუშაობა;
- დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვების (Cross-selling/Up-selling) მექანიზმების განვითარება და დანერგვა;
- არსებული პროდუქციისა და მომსახურების კომერციული პოტენციალის შეფასება და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
- მარკეტინგისა და სხვა შესაბამის მიმართულებებთან თანამშრომლობა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიებისა და შეთავაზებების დაგეგმვისა და მათი ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზრის ტენდენციების შესწავლა;
- გაყიდვების პროგნოზების, პერიოდული ანალიტიკური ანგარიშებისა და კომერციული რეკომენდაციების მომზადება;
- ფილიალებისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა ახალი ინიციატივების დანერგვისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, კომერციული ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
- მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- საცალო გაყიდვების განვითარების, კომერციული შეთავაზებების ან გაყიდვების ზრდის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
- გაყიდვების მონაცემების, ბიზნესმაჩვენებლებისა და ფინანსური ინფორმაციის ანალიზის გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობის მაღალი უნარი;
- კომერციული ხედვა და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების დანახვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
- ინიციატივიანობა, პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ახალი იდეების პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა მიმართულების გუნდებთან თანამშრომლობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროცესების კოორდინაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Sales
Retail Sales
Views
Unique views