11 Nov - 10 Dec

Laboratory Sales Manager

Tbilisi
Application information
Email:hr.mwlab@gmail.com

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია „Medical World – მედიქალ ვორლდი“ საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წლების განმავლობაში „Medical World – მედიქალ ვორლდი“ თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.

დღეს „Medical World – მედიქალ ვორლდი“ აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მედიქალ ვორლდ’’-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N 3
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1500 ₾-დან, გამოცდილების გათვალისწინებით + ბონუსური სისტემა

ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
  • ლაბორატორიის სერვისების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვანი ცოდნა და პრეზენტაბელური წარდგენა;
  • ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია) ორგანიზებაში მონაწილეობა და სერვისების პრეზენტაცია;
  • ლაბორატორიის სერვისების პრომოციისთვის განსაზღვრული სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების შესწავლა და განხილვა;
  • შესრულებული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელ პირებთან;
  • ხელმძღვანელის წინაშე მიღწეული შედეგებისა და პროგრესის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის რეგულარული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ბიოლოგიური, ფარმაცევტული ან ბიზნესის მიმართულებით);
  • გაყიდვების ან სამედიცინო წარმომადგენლის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობაა სამედიცინო/ლაბორატორიულ სექტორში);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბ კატეგორიის მართვის მოწმობა.

საჭირო კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი მოტივაცია, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს: https://mlab.ge/; https://mworld.ge/ https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.mwlab@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: „ლაბორატორიის გაყიდვების მენეჯერი“.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Medical laboratorySales Sales Management
Industry / Field:
Health Care Hospital & Health Care
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1500 (+ Bonus)
Additional benefits:
Fitness and wellness programs

Employer requirement:

Experience is desired:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Medical laboratorySales Sales Management
Industry / Field(Mandatory):
Health Care Hospital & Health Care
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Languages:
English,Russian
Driving licence:
B Category
Views
Unique views