Today - 09 Dec
პროდუქტების განვითარების მენეჯერი
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Information technologies Product Management
  • Industry / Field: Finance Insurance
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Information technologies Product Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Insurance
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოს, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების ტენდენციების კვლევა და ანალიზი;
  • არსებული სადაზღვევო პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და არსებული პროდუქტების ცვლილებების კონცეფციის, ბიზნესქეისისა და კომერციული შეთავაზების შემუშავება;
  • ახალი პროდუქტების განვითარებისა და ბაზარზე გაშვების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • პროდუქტების გაყიდვების, კომერციული ეფექტიანობისა და მომგებიანობის მონიტორინგი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება;
  • ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და პროდუქტთან დაკავშირებული პარტნიორების მოძიება და შეფასება;
  • ბენეფიტების პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
  • პარტნიორების, შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მართვა და ვადების მონიტორინგი;
  • პროდუქტის განვითარების პროექტების პროგრესისა და შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ახალი პროდუქტებისა და ცვლილებების განხორციელების შემდგომი შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
  • პროდუქტების მართვის, პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბრენდის მართვისა და განვითარების, ბაზარზე პოზიციონირებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის გამოცდილება.
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
  • ახალი პროდუქტის/სერვისის შექმნის ან არსებული პროდუქტის განვითარების გამოცდილება;
  • კომერციული შეთავაზებებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
  • პროექტების მართვისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • სადაზღვევო სფეროსა და სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე და ბიზნესზე ორიენტირებულობა;
  • პროექტებისა და პროცესების კოორდინაციის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Apply (On another website)
Information technologies
Product Management
Views
Unique views
Similar announcements