Today - 08 Dec
Standard
Fleet Management Manager
Tbilisi, Didube, A. Tsereteli Ave.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Fleet Maintenance Auto-moto Car park
  • Industry / Field: Consumer Products and Services Wine and Spirits Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 2000

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 5 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Logistics / Transport Fleet Maintenance
    Auto-moto Car park
  • Industry / Field(Mandatory):
    Consumer Products and Services Wine and Spirits
    Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
  • Seniority level: Senior-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, High School, College, Doctor, Other
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„შპს ნატახტარი 2005“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „ნატახტარი 2005“ დაარსდა 2005 წელს. ახორციელებს ნატახტრის ლუდსახარშის მიერ წარმოებულ და იმპორტული წარმოების ლუდებისა და ლიმონათის დისტრიბუციას ქ.თბილისის მასშტაბით. დასაქმებულთა რაოდენობა 170 თანამშრომელი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე;
  • მდებარეობა: თბილისი წერეთლის გამზირი 87 დ;
  • ანაზღაურება 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ავტოპარკის მართვა, ავტომობილების ეფექტიანი გამოყენებისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
  • ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და გეგმური მომსახურების ვადების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესაბამის სერვისცენტრებთან თანამშრომლობა;
  • საწვავის ხარჯების კონტროლი, აღრიცხვა და ოპტიმიზაცია;
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ზედნადებების სისწორისა და სისრულის შემოწმება ავტომობილების ქსელში გასვლამდე;
  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ჯარიმების სისტემური აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • გამოწერილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისა და შესაბამისი მძღოლებისთვის;
  • დარღვევების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ჯარიმების დადგენილ ვადებში, მათ შორის შეღავათიანი გადახდის პერიოდში, დაფარვის კონტროლი;
  • სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის ინტერესების წარმოდგენა პარტნიორებთან, სერვისცენტრებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ავტოპარკის ან სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუციის ან მსგავს ბიზნესსექტორში მუშაობის გამოცდილებას;
  • ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და ხარჯების კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
  • Excel-ის ცოდნა;
  • ავტოპარკის ხარჯების ანალიზის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.tabutsadze@natakhtari2005.com 2026 წლის 6 დეკემბერის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
Logistics / Transport
Fleet Maintenance
Auto-moto
Car park
Views
Unique views