Today - 08 Dec
Standard
Administrator
Akhaltsikhe Municipality, Akhaltsikhe
Application information
Phone: +995 599968303

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administration
  • Industry / Field: Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სასტუმრო “ჯინო ველნეს რაბათი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სასტუმროს ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ახალციხე, რაბათის ციხესიმაგრე, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“
სამუშაო გრაფიკი: 1 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება (3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა) 12:00 საათიდან - მომდევნო დილის 12:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტუმრებისა და ვიზიტორების მიღება
  • სტუმრების თავაზიანი დახვედრა და მიღება.
  • ვიზიტორების საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება.
  • სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

სატელეფონო კომუნიკაცია
  • შემომავალი ზარების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
  • სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება.
  • ზარებისა და შეტყობინებების დროული აღრიცხვა და გადაცემა.

ადმინისტრაციული საქმიანობა
  • შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა.
  • შეხვედრების განრიგის კონტროლი.
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და გადაცემა.
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.

ინფორმაციის მართვა
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
  • მონაცემების სწორად აღრიცხვა და დაცვა.
  • კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა.

სამუშაო სივრცის მოწესრიგება
  • რეცეფციის სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი.
  • სამუშაო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა.
  • სასიამოვნო და პროფესიული გარემოს უზრუნველყოფა.

შიდა კომუნიკაცია
  • ორგანიზაციის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
  • საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამისი თანამშრომლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 599968303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!

Administration / Business Management
Administration
Views
Unique views