Today - 05 Dec
Standard
Corporate Sales Manager (Medical Sector)
Tbilisi, Mtatsminda, R. Laghidze st.
Apply (On another website)
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management, Sales Management - Industry / Field: Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Corporate mobile number,Health insurance,Paid maternity leave,Bonuses and incentives
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
B2B Sales Strategy and Management, Sales Management - Industry / Field(Mandatory):Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Educational programs: Business Administration, Finance, Management
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, პირველი კონტაქტის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
- გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმართვა პირველი კონტაქტიდან მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- ინდივიდუალური გეგმის შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
- კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და სტაბილური კომუნიკაცია;
- კლიენტის არსებული დაზღვევის პირობების, ბიუჯეტისა და პრიორიტეტების ანალიზი და შესაბამისი კომერციული შეთავაზების წარდგენა;
- პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის განვითარება;
- ანდერაიტინგის (UW), სამედიცინო და სხვა შიდა გუნდებთან თანამშრომლობა კონკურენტული და რეალისტური პირობების შესათანხმებლად;
- ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების შეფასება და ანალიზი, ახალი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;
- პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა.
რას ვითხოვთ:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში;
- სასურველია გამოცდილება სადაზღვევო სექტორში, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით;
- კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და გაყიდვების სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- კლიენტის საჭიროებების ანალიზის, კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება; ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- დამაჯერებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მიზნის მიღწევაზე ორიენტაცია;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- პასუხისმგებლობა, დეტალებზე ყურადღება და გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
- გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
- პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
- წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FC49c
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Sales
B2B Sales Strategy and Management,
Sales Management
Views
Unique views
