Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქმიანობის სფერო:
  • რეზერვაციებისა და რეგისტრაციების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • ჯავშნების, ონლაინ და ოფლაინ გაყიდვების არხებისა და ნომრების განაწილების კონტროლი;
  • სტუმრების მიღების, რეგისტრაციისა და გასვლის პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების შეფასებების, პრეტენზიებისა და სპეციალური მოთხოვნების ეფექტიანი მართვა;
  • ნომრების აფსეილისა და სასტუმროს მომსახურებების გაყიდვების ხელშეწყობა;
  • გუნდის ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა გადამზადება, სამუშაო გრაფიკებისა და დავალებების ორგანიზება;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
  • საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდის მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ. 15
  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა - 2 დღე დასვენება (5/2)
  • ანაზღაურება: 1 700 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com
მადლობა, რომ დაინტერესდით Glarros Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Administration / Business Management Administration
Industry / Field:
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1700

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Administration / Business Management Administration
Industry / Field(Desired):
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Education level(s):
Bachelor, High School, Incomplete High School
Languages:
English,Russian
Views
Unique views