Today - 21 Nov
Standard
Head of Correspondent Relations and Settlements Group
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Other Sales Supervision and Management
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: Hybrid
  • Salary: (+ Bonus)

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 3 to 5 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Banking Other
    Sales Supervision and Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანგარიშსწორების მიმართულებით;
  • ანგარიშსწორების პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
  • SWIFT -ის საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და საბანკო ანგარიშსწორებების ცოდნა;
  • საკორესპონდენტო ანგარიშების (NOSTRO/LORO) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ადგილობრივი და საერთოშორისო გადარიცხვედის დამუშავების პროცესების ცოდნა;
  • RTGS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გუნდის მართვის ან სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

შენი მოვალეობა იქნება:
  • საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მათ შორის ახალი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის/ცვლილების/დახურვის პროცესის კოორდინაცია და ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების, მოძრაობების, საკომისიოებისა და პროცენტების კონტროლის, ასევე ანგარიშების რეკონსილაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციების დროულობისა და სისწორის კონტროლი, მათ შორის SWIFT, B2B და RTGS არხებით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში;
  • ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული SWIFT/ISO 20022 შეტყობინებებისა და სხვა შესაბამისი ტრანზაქციების ავტორიზაცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • ხაზინის მიერ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის FX, Money Market, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები) ანგარიშსწორების, შესაბამისი ბუღალტრული ასახვისა და შეტყობინებების კონტროლი/ავტორიზაცია კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების, გაურკვეველი თანხებისა და ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებული სატრანზიტო ანგარიშების დროული დამუშავებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • RTGS სისტემაში და სხვა ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურებში განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, შეუსაბამობებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
  • ჯგუფის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე ყოველდღიური/პერიოდული კონტროლის განხორციელება, საკონტროლო მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონტროლების ინიცირება;
  • ოპერაციული ინციდენტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების მართვა: მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაცია და განმეორების პრევენცია;
  • ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადებისა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/მენეჯმენტთან დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების, სისტემების, მოდულებისა და მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვის პროცესებში მონაწილეობა; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნების განსაზღვრა, ტესტირების ორგანიზება და შედეგების შეფასება;
  • ანგარიშსწორების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და დანერგვის კოორდინაცია;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FRbIRNDc
Apply (On another website)
Banking
Other
Sales
Supervision and Management
Views
Unique views