Today - 03 Dec
Site Manager for Facade Works
Tbilisi, Saburtalo, Mitskevich st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Construction Facade design, Other
  • Industry / Field: Construction Construction, Civil Engineering
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Open-ended contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 3000 - 5000

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Construction Facade design, Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Construction Construction, Civil Engineering
  • Seniority level: Mid-Level,Senior-Level
  • Education level(s): Bachelor, Master
  • Languages: Russian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების Site Manager-ის პოზიციაზე.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.

ვეძებთ გამოცდილ Site Manager-ს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის ჩაბარებულ ობიექტზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და ყოველდღიურ მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
  • სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ორგანიზება პროექტის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან, სამუშაო ნახაზებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ბრიგადების სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და გადამოწმება;
  • სამუშაო ფრონტებისა და შემდგომი ეტაპების დროული დაგეგმვა;
  • ობიექტის მომარაგების დაგეგმვა და საჭირო მასალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • მასალების სწორად გამოყენებისა და დანაკარგების კონტროლი;
  • პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება;
  • ობიექტზე არსებული ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული გამოვლენა და გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის მენეჯერთან და პროექტის ინჟინერთან მუდმივი კოორდინაცია;
  • დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან და ობიექტის სხვა მონაწილეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
  • ობიექტის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ანგარიშების პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და უსაფრთხოების მენეჯერის მითითებების შესრულების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • Site Manager-ის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ბრიგადების მართვის გამოცდილება;
  • საფასადე სამუშაოების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
ანაზღაურება — 3,000–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „Site Manager
Construction
Facade design,
Other
Views
Unique views