Next
Today - 03 Dec
Standard
Brand and Partnership Manager
Tbilisi
Application information
Email: info@samerygroup.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Brand Management - Industry / Field: Consumer Products and Services
Furniture and Home Goods - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Brand Management - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Furniture and Home Goods - Education level(s): Incomplete High School, High School, Master, Bachelor, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამერი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია: სამერი ჯგუფი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ
სამერი ჯგუფი — 2008 წელს დაარსებული ქართული მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შიდა და დამალული კარების, ასევე ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავეჯის (სამზარეულო, საძინებელი, გარდერობი) წარმოებაში. წარმოება მიმდინარეობს კომპანიის საკუთარ საწარმოში, იტალიური და ევროპული მასალების გამოყენებით. კომპანიის პროდუქცია განკუთვნილია როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე
დეველოპერული და კორპორატიული პროექტებისთვის. 2023 წელს სამერი ჯგუფი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერ კომპანიად“ დასახელდა.
პოზიციის მიზანი
- პოზიცია გულისხმობს კომპანიის B2B მიმართულების განვითარებას, დეველოპერებთან,
- დიზაინერებთან და კორპორატიულ კლიენტებთან პარტნიორული ქსელის შექმნასა და მართვას,
- ასევე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.
სამუშაოს აღწერილობა
- B2B კლიენტების მოზიდვა: დეველოპერები, სასტუმროები, ოფისები და სხვა კორპორატიული პროექტები;
- არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება; დიზაინერების პარტნიორული პროგრამის მართვა;
- პარტნიორობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმოება: დეველოპერის პაკეტები,სტენდები გაყიდვების ოფისებში, ერთობლივი აქციები სარემონტო მაღაზიებთან და ბანკებთან;
- სტრატეგიული პროექტების მართვა დაგეგმვიდან შედეგების შეფასებამდე;
- ბრენდის ცნობადობის ამაღლება: ღონისძიებები, გამოფენები, PR, მედიასთან ურთიერთობა;
- სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად კომუნიკაციის დაგეგმვა და ყველა არხში ბრენდის ერთიანი მესიჯის უზრუნველყოფა;
- B2B გაყიდვების პროცესის კოორდინაცია, ლიდების აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- B2B გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორობის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო, სარემონტო, ინტერიერის ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
- დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან ან დიზაინ-სტუდიებთან არსებული კონტაქტები;
- მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
- პროექტების მართვის გამოცდილება: რამდენიმე პროექტის პარალელური დაგეგმვა და ვადებში შესრულება;
- ქართული ენის და ინგლისური ენის კარგად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა;
უპირატესობად ჩაითვლება
- ბრენდის მართვის ან მარკეტინგის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- კარის, ავეჯის ან სამშენებლო მასალების ბაზრის ცოდნა.
კომპანია სთავაზობს
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი პარტნიორული გაყიდვებიდან;
კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშუალო მუშაობა და კომპანიის ზრდაზე რეალური გავლენა;
დამატებითი სარგებელი
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ მისამართზე , info@samerygroup.ge
პოზიციის დასახელება მიუთითეთ სათაურში. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ
შერჩეული კანდიდატები.
Marketing/Public Relations (PR)
Brand Management
Views
Unique views