Today - 14 Nov
Tender for the Procurement of Medical Simulation Equipment
Tbilisi
Application information
Phone: +995 597 77 25 00

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Tender/Competition Tender
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო სიმულაციური აღჭურვილობის შესყიდვაზე.

სამედიცინო სიმულაციური აღჭურვილობა:
  • მოზრდილთა CPR ისა და ინტუბაციის სიმულატორი, რაოდენობა -1 ცალი;
  • ერთი წლის ბავშვის CPR ისა და ინტუბაციის სიმულატორი, რაოდენობა -1 ცალი;
  • ავტომატური დეფიბრილატორის (AED) სასწავლო სიმულატორი, რაოდენობა -1 ცალი.

შენიშვნა: ჩინური და ინდური საქონელი არ განიხილება.

  • აფიდავიტი მოცემულია დანართში 2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
  • მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით 2026 წლის 13 ნოემბრის 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • მოსაწოდებელი საქონლის განფასება დანართი #1, შემოთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები(ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადების შესახებ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
1. სალომე ოღაძე
„ავერსის კლინიკა“-ს სწავლების მენეჯერი ტელ: +995 597 77 25 00
ელ.ფოსტა: Salome.Oghadze@aversi.ge

2. ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: +995 577 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge

ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
Tender/Competition
Tender
Views
Unique views