Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში POS ტერმინალების (EFTPOS) მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგის "PenkiKontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე:https://bs2.lt/ge/career/

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250-დან 2000 ლარამდე (დამატებით შესრულებაზე მიბმული საბონუსე სისტემის გათვალისწინებით)

პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:
  • POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია;
  • მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური და სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება;
  • კლიენტების კონსულტაცია POS სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ;

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და დაბალძრავიანი ავტომობილის ფლობა.
  • სასურველია განათლება ტექნიკური IT ან მომიჯნავე მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში, იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას სრული დაფინანსებით;
  • საწვავისა და პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
  • მობილურ ტელეფონს ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას სრული დაფინანსებით
  • Fitpass-ს 50%-იანი თანადაფინანსებით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/O9BnlXFb

გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Repair / installation Appliance Installation And RepairInformation technologies IT Support
Industry / Field:
Consumer Products and Services Consumer Services
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Additional benefits:
Health insurance,Fitness and wellness programs

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Repair / installation Appliance Installation And RepairInformation technologies IT Support
Industry / Field(Desired):
Consumer Products and Services Consumer Services
Education level(s):
High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Driving licence:
B Category
Own Transport:
Yes (Car)
Views
Unique views