Today - 14 Nov
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
Ambrolauri Municipality, Ambrolauri
Application information
Phone: +995 599 79 26 65
address: ვაჟა-ფშაველას ქ.N 10

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Quality control / environmental protection / labor safety Labor safety inspection
  • Industry / Field: Education Vocational Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1065

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Quality control / environmental protection / labor safety Labor safety inspection
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): College, Bachelor
  • Languages: Georgian
სსიპ პროფესიული კოლეჯი ერქვანი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ოვალეობები:
  • საფრთხეების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კოლეჯის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • კოლეჯის თანამშრომლების კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
  • კოლეჯში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
  • შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
  • პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
  • კოლეჯში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
  • პირველადი დახმარების ყუთების განთავსება და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე; ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
  • კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და დირექციასთან წარდგენა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კოლეჯის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • ქვეყანაში არსებული სტანდარტის შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • დირექციის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
  • სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება.
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
  • გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულება დირექტორთან;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: koleji.erqvani@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 79 26 65
Quality control / environmental protection / labor safety
Labor safety inspection
Views
Unique views