Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

IMEX Cargo Logistics აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია დამოუკიდებლად მართოს პროცესები.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებისთვის გადამზიდავების მოძიება და შერჩევა
  • ტრანსპორტირების ფასების გამოთვლა და ოპტიმალური შეთავაზებების მომზადება
  • გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (CMR, Invoice და სხვა)
  • ტვირთის გადაადგილების სრული კონტროლი დატვირთვიდან დანიშნულების პუნქტამდე
  • მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან და გადამზიდავებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სახმელეთო ლოჯისტიკაში
  • გადაზიდვების პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • რუსული ან თურქული ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე)

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების შესაბამისად)
ბონუსური სისტემა

ჩვენ ვეძებთ არა დამწყებს, არამედ ადამიანს, ვინც უკვე იცის ლოჯისტიკა და მზად არის შედეგზე მუშაობისთვის.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულად (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: career@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Logistics / Transport Supply Chain Management,Inventory Management/Inventory
Industry / Field:
Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1000

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 3 years
Specialization/Specialty(Desired):
Logistics / Transport Supply Chain Management,Inventory Management/Inventory
Industry / Field(Desired):
Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor
Languages:
Russian,English,Turkish
Views
Unique views