Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


კომპანია „ზღაპარი“ 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 48 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს სენაკის ფილიალში, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან მართვას, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესრულებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • ფილიალში მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა.
  • მომხმარებელთა უკუკავშირებზე რეაგირება;
  • პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების, ვადების, ფასებისა და მარკირების კონტროლი;
  • პროდუქციის თაროებზე სათანადო განლაგებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • აქციებისა და სარეკლამო აქტივობების სწრაფად განხორციელების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრებისა და დღის დახურვის პროცედურების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
  • ფილიალის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სწავლება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ შრომით პირობებს;
  • საბონუსე სისტემას, კომპანიის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად;
  • ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
  • ანაზღაურება: 1300 ₾

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Administration / Business Management Branch management
Industry / Field:
Retail Supermarkets
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1300

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Administration / Business Management Branch management
Industry / Field(Desired):
Retail Supermarkets
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Views
Unique views