02 Nov - 01 Dec

Chief Steward / Laundry Supervisor

Tbilisi, Tbilisi sea
Application information
Email:hr@ginohotels.com

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას -მთავარი სტიუარდის (სამრეცხაოს ზედამხედველი) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი , ბეშენოვას N20 (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)

ძირითადი მოვალეობები:
  • სტიუარდების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
  • ჭურჭლის, ინვენტარისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი
  • ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • სამუშაო გრაფიკების შედგენა და პერსონალის გადანაწილება
  • სარეცხი პროცესის ორგანიზება და კონტროლი
  • ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების მარაგის კონტროლი
  • ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდში მუშაობის და მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 2000 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com ან recruiter@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Hotel / restaurant / catering Washing dishes
Industry / Field:
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 2000
Additional benefits:
Free meal

Employer requirement:

Experience is mandatory:
Specialization/Specialty(Mandatory):
Hotel / restaurant / catering Washing dishes
Industry / Field(Mandatory):
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Seniority level:
Entry-Level
Education level(s):
Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Views
Unique views