Today - 16 Nov
Digital Channels Product Development Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Education level(s): High School
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ციფრული პლათფორმების განვითარების ჯგუფი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალების კონცეფციების შემუშავება და მათი კომერციული პოტენციალის შეფასება (Business Case);
  • პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა — იდეიდან პროდუქტის გაშვებამდე;
  • პროდუქტის ბექლოგის ფორმირება, პრიორიტეტიზაცია და მართვა დეველოპმენტის გუნდთან თანამშრომლობით;
  • IT, UX/UI, რისკების, იურიდიულ, საოპერაციო და სხვა ბიზნესგუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • პროდუქტის ხარისხისა და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის ბაზარზე გაშვების, გაყიდვებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა შესაბამის გუნდებთან ერთად;
  • პროდუქტის ეფექტიანობის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • პროდუქტის განვითარების პროგრესისა და მიღწეული შედეგების წარდგენა მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, IT-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით Product Manager-ის ან Product Owner-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • დეველოპმენტის გუნდთან თანამშრომლობის, პროდუქტის ბექლოგის მართვისა და პრიორიტიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ციფრული პროდუქტის ან მნიშვნელოვანი ფუნქციონალის იდეიდან გაშვებამდე განვითარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • საბანკო ან ფინტექ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი კომპეტენციები:
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა — მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები — სტეიქჰოლდერებთან ეფექტიანი თანამშრომლობა და ინტერესების შეთანხმება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა — პასუხისმგებლობის აღება და დასახული მიზნების მიღწევა;
  • დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი — ამოცანებისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • ადაპტირებადობა — ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და დინამიკურ გარემოში ეფექტიანი მუშაობა.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

Banking
Digital Banking Consultation
Views
Unique views