Today - 28 Nov
Standard
Office Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Office management
  • Industry / Field: Manufacturing Textiles
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Office management
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Textiles
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

მცირე ზომის სამკერვალო საწარმო ,,მკერავი“, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: ოფისის მენეჯერს

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება-1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ექვემდებარება- გენერალურ დირექტორს

ძირითადი მოვალეობები:
  • შეხვედრების მართვა: შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის დაგეგმვა და საჭიროებისამებრ ოქმების წარმოება.
  • დოკუმენტბრუნვა: სხვადასხვა ტიპის აქტების, ოფიციალური წერილების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, გაფორმება და ადმინისტრირება.
  • შესყიდვების მართვა: საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო და სხვა საჭირო მასალების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა.
  • პროდუქციის ლოჯისტიკა: დამკვეთისთვის გამზადებული პროდუქციის გაგზავნის ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, ზედნადებების) მომზადება და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება.
  • კორესპონდენციის მართვა: კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების, ზარებისა და გზავნილების მიღება, დამუშავება და გადამისამართება.
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა: პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2026.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,მკერავი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mkeravi.com

გისურვებთ წარმატებებს.
Administration / Business Management
Office management
Views
Unique views