Today - 28 Nov
B2B Online Sales Consultant
Tbilisi, Saburtalo
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other, High School
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ELEMENT.GE - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება;
  • კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით;
  • მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად;
  • პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
  • კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება;
  • გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია);
  • B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე).


პიროვნული უნარები
  • მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

პირობები
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან);
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი".
ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views