30 Oct - 24 Nov

Merchandizer

Batumi

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: ხელფასი და ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტ (ებ)ში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად;
  • საქონლის ინვენტარიზაცია (როგორც საწყობის, ისე თაროს ნაშთის);
  • ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის ამოცანების და გეგმების შესრულებისა და საქმის გამართულად წარმართვის მიზნით;
  • ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესითა და ფორმატით;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება (სავალდებულო);
  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
  • MS Office

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • არითმეტიკული/მათემატიკური უნარები;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Marketing/Public Relations (PR) Merchandising
Industry / Field:
Consumer Products and Services Food & Beverages
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Specialization/Specialty(Mandatory):
Marketing/Public Relations (PR) Merchandising
Industry / Field(Mandatory):
Consumer Products and Services Food & Beverages
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
High School
Languages:
Georgian
Views
Unique views