Today - 28 Nov
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Call center - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: from 0 to 1 year
- Specialization/Specialty(Desired):Administration / Business Management
Call center - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ელიტი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ( 10:00-19:00 სთ, კვირაში 2 დასვენების დღე)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
- ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი
- თითოეული ზარის შესაბამისი პროგრამული რეგისტრაცია
- მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება
- მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება
- საჭიროების შემთხვევაში კმაყოფილების კვლევის ჩატარება
- მისამართზე სპეციალისტის ვიზიტის (შეკეთება / მონტაჟი) მოთხოვნის დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია)
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება
- რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარები/ მახასიათებლები:
- ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/53VEwzmc
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Administration / Business Management
Call center
Views
Unique views
