Next
Today - 27 Nov
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Merchandising - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Marketing/Public Relations (PR)
Merchandising - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში.
მე, გვანცა პარკაძე VIP ქსელების გაყიდვების მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2018 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე დისტრიბუციის დეპარტამენტში, პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკებს და უნარ-ჩვევებს, კერძოდ:პროდუქციის ასორტიმენტს,პროდუქციის ძირითად მახასიათებლებსა და უპირატესობებს პროდუქციის სწორად განთავსებისა და პრეზენტაციის წესებს,მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პროდუქციის შეთავაზების სტანდარტებს.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას.
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის განთავსება, თაროების მართვა შეთანხმებული პლანოგრამის შესაბამისად;
- თაროზე პროდუქციის განლაგებისა და ვიზუალური სტანდარტის დაცვა, გამოყოფილი სივრცის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განთავსების შესაძლებლობების მოძიება;
- დაზიანებული შეფუთვის მქონე პროდუქციის გამოვლენა;
- მარაგებისა და დეფიციტების კონტროლი;
- თაროებზე და საწყობში არსებული ნაშთების შემოწმება;
- დეფიციტის შემთხვევაში, ქსელის პასუხისმგებელ პირთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომელთან კომუნიკაცია;
- დაბალი მარაგის მქონე და მაღალი ბრუნვის პროდუქტების მონიტორინგი;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- შეთანხმებული სარეკლამო და საპრომოციო განთავსების შესრულების კონტროლი;
- სააქციო ფასებისა და შესაბამისი მასალების განთავსების შემოწმება;
- თაროების ფოტოების გადაღება ვიზიტამდე და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის შემდეგ;
- დეფიციტების, ფასების შეუსაბამობებისა და სხვა საკითხების აღრიცხვა. ქსელის ფილიალში არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაცემა გაყიდვების მენეჯერისთვის;
- ქსელების მომარაგების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- დღის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტურებული;
- ანალიტიკური უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Merchandising
Views
Unique views