Start 29 Oct - 26 Nov

Regional Manager for Western Georgia

Kutaisi
TALENTIS
Start
Application information
Email:pharmhrvacancy@gmail.com

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია TALENTIS აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონში პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს წამყვან ევროპულ მწარმოებლებსა და მათ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.


სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი

ანაზღაურება: შეთანხმებით

დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;

ძირითადი მოვალეობები:

  • დასავლეთ საქართველოს რეგიონში სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის ეფექტური მართვა და კოორდინაცია;
  • გაყიდვების რეგიონალური გეგმების დასახვა, გუნდისთვის გაცნობა და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
  • ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სამომხმარებლო მოთხოვნის ანალიზი;
  • გაყიდვების სტიმულირება, პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაჭრის გზების შემუშავება;
  • ყოველდღიური რეპორტინგის კონტროლი, ანალიზი და გუნდისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
  • სამედიცინო წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა;
  • რეგიონში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ინიცირება და განხორციელების მონიტორინგი;
  • რეგულარული ანგარიშგება ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
  • ფარმაცევტულ სფეროში ჯგუფის/რეგიონალური მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგზე და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივიანობა.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pharmhrvacancy@gmail.com

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


გისურვებთ წარმატებებს!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Administration / Business Management Region/country management
Industry / Field:
Health Care Pharmaceuticals
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Business trip:
Yes(Domestic)
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Administration / Business Management Region/country management
Industry / Field(Mandatory):
Health Care Pharmaceuticals
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Languages:
Georgian,English,Russian
Driving licence:
B Category
Views
Unique views