Full announcement text

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

AxxisNet ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ახალი კლიენტი კომპანიების მოძიება, შეხვედრების ჩატარება და კომპანიის IT სერვისების გაყიდვა.

AxxisNet ბიზნესებს სთავაზობს IT აუთსორსინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას, კიბერუსაფრთხოებას, ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მართვას, ღრუბლოვან სერვისებსა და მონაცემთა დაცვის გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტი კომპანიების მოძიება და მათ წარმომადგენლებთან პირველადი კომუნიკაცია;
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა;
  • ონლაინ შეხვედრებისა და კომპანიებში ადგილზე ვიზიტების ჩატარება;
  • AxxisNet-ის სერვისების წარდგენა და კლიენტის საჭიროებების გამოვლენა;
  • ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანა;
  • კონტაქტების, შეხვედრებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების აღრიცხვა;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
  • გაყიდვებისა და IT სერვისების შესწავლის მოტივაცია;
  • ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაო დროისა და დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • კლიენტ კომპანიებში ადგილზე შეხვედრებზე გასვლის შესაძლებლობა;
  • კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების გამოყენების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო პირობები:
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო ფორმატი: დისტანციური, კლიენტ კომპანიებში ადგილზე შეხვედრებით;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი თვეში;
  • ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: contact@axxisnet.com

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Management
Industry / Field:
Consumer Products and Services Consumer Services
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1500

Employer requirement:

Work Experience:
Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
Education level(s):
Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Views
Unique views