Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე, რომელის ძირითადი პასუხისმგებლობაა: ბრენდების ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, პროფესიონალური აუდიტორიის ჩართულობის ზრდა და გაყიდვების მხარდაჭერა სტრატეგიული კონტენტის საშუალებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კონტენტის კალენდრის შექმნა (საგანმანათლებლო, პროდუქტის, კლინიკური შედეგების, ღონისძიებების);
  • სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn);
  • ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels, Stories, TikTok ვიდეოები);
  • პროდუქციისა და პროცედურების ფოტოსესია/ვიდეო გადაღება;
  • ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად (პოსტები, reels, stories, ვიდეო სცენარები);
  • რეკლამების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads, საჭიროების შემთხვევაში TikTok Ads).

კვალიფიკაცია:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტში;
  • ტექსტის პროფესიონალურად წერის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტაცია;
  • კრეატიულობა და შესაბამისი ვიზუალის შექმნის უნარი;
  • ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, InShot ან მსგავსი);
  • სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა;
  • ქოფირაითინგის უნარი (მარკეტინგული ტექსტები);
  • დროის მართვა და ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების საშუალებას;
  • შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და კომპანიაში დანერგილ ბენეფიტებს;
  • მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - lkakhadze@pharmastore.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Marketing/Public Relations (PR) Content Marketing
Industry / Field:
Media & Communications Public Relations & Communications
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Marketing/Public Relations (PR) Content Marketing
Industry / Field(Mandatory):
Media & Communications Public Relations & Communications
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, High School, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Views
Unique views