Today - 08 Nov
Vip
Mentor for the professional educational program in Front-end Development
Georgia
Application information
Email: mari.kupatadze@10x.edu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Information technologies
Front-end Development Training courses/Educational programmes Education (general) - Industry / Field: Nonprofit
Think Tanks - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: Work from home
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Information technologies
Front-end Development Training courses/Educational programmesEducation (general) - Industry / Field(Mandatory):Nonprofit
Think Tanks - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„10X“ Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას მენტორის პოზიციაზე.
„10X“-ის Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით დაეხმარონ სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში და პროფესიული უნარების განვითარებაში.
პოზიცია მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, კოდრევიუსა და სტუდენტებთან პრაქტიკულ/ლაბორატორიულ სესიებზე მუშაობის მზაობას.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე
ძირითადი მოვალეობები:
- Front-end დეველოპმენტის მიმართულებით პრაქტიკული და ლაბორატორიული (Lab Work) სესიების ჩატარება ლექციების შემდგომ დღეებში;
- სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა პრაქტიკული დავალებების შესრულებისას: შეცდომების განმარტება, მიმართულების მიცემა და სწორი გადაწყვეტის გზების ჩვენება;
- დამატებითი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სამენტორო დავალებების მომზადება;
- სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებების შეფასება, კოდრევიუს (Code Review) წარმართვა და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება;
- სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული გამოწვევების გაზიარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება;
- სტუდენტთა პრაქტიკული პროგრესის მონიტორინგი, ინდივიდუალური მხარდაჭერა და პროფესიული კონსულტირება;
- დამხმარე სასწავლო რესურსების (დოკუმენტაცია, სტატიები, ვიდეო-მასალები) შერჩევა და სტუდენტებისთვის გაზიარება;
- სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და ლექტორებთან და პროგრამის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან მუშაობაში: HTML5, CSS3, SASS/SCSS, Tailwind, Bootstrap / JavaScript (Vanilla JS), React.js, TypeScript / Express.js, MongoDB;
- Agile/Scrum გარემოში მუშაობის ცოდნა ან გამოცდილება;
- UI/UX პრინციპებისა და თანამედროვე დეველოპმენტ პრაქტიკების საფუძვლიანი ცოდნა;
- სასურველია სტუდენტებთან ან გუნდთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება (მაგ. პროექტებზე ხელმძღვანელობა, ინდივიდუალური ტრენინგი, გუნდის მხარდაჭერა);
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
რას ვეძებთ კანდიდატში:
- ადამიანს, რომელსაც სურს სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათთან ერთად შედეგზე მუშაობა;
- პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც დროს ეფექტურად გეგმავს;
- ადამიანს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით.
შერჩევის ეტაპები და ვადები:
- დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (CV);
- ნამუშევრების პორტფოლიო / GitHub პროფილის ბმული;
- სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).
შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,Front-end დეველოპმენტი-მენტორი”.
Information technologies
Front-end Development
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views
