Today - 13 Nov
Associate Corporate Banker
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Corporate Banking Services
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Banking Corporate Banking Services
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: Georgian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

PASHA BANK აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი

პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და ბაზების განვითარება;
  • კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გარიგებების სტრუქტურირებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საკრედიტო ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკრედიტო პროცესის შეუფერხებელი და დროული მიმდინარეობა;
  • შიდა გუნდებთან (რისკების მართვის, იურიდიული, შესაბამისობის, ხაზინისა და საოპერაციო დეპარტამენტები) კოორდინაცია სესხის დოკუმენტაციის მომზადების, მოლაპარაკებისა და სესხის გაფორმების პროცესში;
  • კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერა დამატებითი პროდუქტების გაყიდვაში (მაგ: სახელფასო პროგრამა, სავალუტო ოპერაციები და სხვა საბანკო სერვისები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
  • პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
Apply (On another website)
Banking
Corporate Banking Services
Views
Unique views