Today - 31 Oct

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: English,Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

პაშა ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უნივერსალური ბანკირი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომებერი, 2026

პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტების პროფესიული და ყურადღებიანი მომსახურება, მათი საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, პოზიტიური და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პირადი გეგმის შესრულება;
  • საბანკო ანგარიშების გახსნა/დახურვა და მიმდინარე, საბარათე, ანაბრისა და დისტანციური საბანკო პროდუქტების მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • კლიენტების ტრანზაქციების დროული და ზუსტი რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • შესაძლო თაღლითური ტრანზაქციების იდენტიფიცირება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • კლიენტთა ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საქმის მასალების სათანადო და უსაფრთხო მართვა;
  • ყოველდღიური საოპერაციო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება, დადგენილი პროცედურებისა და საოპერაციო საათების დაცვა;
  • კლიენტებისთვის მომსახურების გაუმჯობესებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში. მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, სასურველია საბანკო ან საფინანსო დაწესებულებაში;
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი კომუნიკაციისთვის. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა, Alta-ს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების კარგი ცოდნა, იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
  • დაგეგმვის, ორგანიზებისა და დროის მართვის კარგი უნარები;
  • დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და სიზუსტე;
  • რამდენიმე დავალების ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
Apply (On another website)
Banking
Digital Banking Consultation
Views
Unique views