Today - 18 Nov
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field: Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field(Mandatory):Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, ბიუჯეტისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
- 360° მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
- ბრენდული, პროდუქტული, საიმიჯო და გაყიდვების მხარდამჭერი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგული კამპანიებისთვის საკომუნიკაციო კონცეფციების, კრეატიული იდეებისა და შესაბამისი ბრიფების მომზადება;
- ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვა და მართვა;
- სარეკლამო, საინფორმაციო და საპრომოციო მასალების შექმნისა და წარმოების პროცესის კოორდინაცია, ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზარზე წარდგენისა და პოპულარიზაციის მარკეტინგული მხარდაჭერა;
- პარტნიორული მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებებისა და სპეციალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი;
- მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათ საჭიროებებზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების ინიცირება;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობისა და ძირითადი KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- მარკეტინგული პროექტების შესრულების ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის კონტროლი, ყოველთვიური მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება, დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო სააგენტოებთან, მედიასთან, ინფლუენსერებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობის მართვა;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ერთობლივი მარკეტინგული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინტეგრირებული კამპანიებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
- ბრენდის მართვის, ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა;
- ციფრული სარეკლამო პლატფორმებისა (Meta Ads, Google Ads) და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების გამოცდილება;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა და ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
- გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
- პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
- წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FclEb
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views
