Next
Today - 22 Oct
Standard
Chief Specialist, Academic Process Management Service, Faculty of Law / Non-staff
Tbilisi
Application information
Email: vacancy@tsu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Higher education Training courses/Educational programmes Education (general) - Industry / Field: Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Master, Doctor, Bachelor
- Suitable for students: Yes
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პოზიციაზე: იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი / შტატგარეშე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.
ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სახელმწიფო ენაზე და ინგლისურენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
- მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
- თსუ-ს წესდება;
- საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
- “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
- თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთიერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
- ა) პირველსემესტრელთა და მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება;
- ბ) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება შესაბამისი განაწილებიდან გამომდინარე;
- გ) სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ასევე, სტუდენტთა დამატებით სემესტრში რეგისტრაციის თაობაზე წარდგინების მომზადება;
- დ) კურსდამთავრებულთა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე წარდგინების პროექტის მომზადება;
- ე) ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ფაკულტეტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ცნობების მომზადება;
- ვ) დიპლომების დანართების მომზადება შესაბამისი განაწილებიდან გამომდინარე; სახელმწიფო სტიპენდიების თაობაზე კომისიაში მუშაობა;
- ზ) შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა თსუ-ს ელექტრონულ ბაზასა და საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument) კომპეტენციის ფარგლებში;
- თ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
- გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
- დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული)
შტატგარეშე პოზიცია”.
შტატგარეშე პოზიცია”.
ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
Science / Education
Higher education
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views