Today - 11 Nov
Music teacher
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Music
  • Industry / Field: Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Science / Education Music
  • Industry / Field(Mandatory):
    Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Entry-Level
  • Education level(s): College, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში მუსიკის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.

პოზიციის მიზანი
მუსიკალური აქტივობებისა და მუსიკათერაპიის ელემენტების გამოყენებით ბენეფიციართა ემოციური კეთილდღეობის, თვითგამოხატვის, კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ფსიქოსომატური თავისებურებების გათვალისწინებით წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება;
  • მუსიკის გაკვეთილების ჩატარება კვირაში ორჯერ, მუსიკათერაპიის ელემენტების გამოყენებით;
  • ბენეფიციართა ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული მუსიკალური აქტივობებისა და სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბენეფიციართა მუსიკალურ აქტივობებში ჩართულობის, მოტივაციის, თვითგამოხატვისა და პოზიტიური ემოციური მდგომარეობის ხელშეწყობა;
  • თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით შესაბამისი მუსიკალური მეთოდებისა და რესურსების შერჩევა;
  • ბენეფიციართა ჩართულობისა და პროგრესის სისტემატური დაკვირვება, შეფასება და შეფასების შედეგების შემდგომი მუშაობის დაგეგმვისას გამოყენება;
  • ბენეფიციართა ინდივიდუალურ გეგმებში შესაბამისი ინფორმაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
  • წელიწადში არანაკლებ ოთხი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა.
  • სპეციალურ მასწავლებლებთან, პროგრამულ მენეჯერთან და ცენტრის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ჯგუფური აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;
  • სესიებისა და აქტივობების დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ყველა ბენეფიციარის მიმართ თანასწორი, პატივისცემაზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების შენარჩუნება, მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და განსხვავებების გათვალისწინებით;
  • ბენეფიციართა, მათი ოჯახის წევრებისა და ორგანიზაციის თანამშრომელთა შესახებ მიღებული პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • დაკისრებული მოვალეობების დადგენილ ვადებში და ხარისხიანად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მუსიკალური განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) და ინტერნეტის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • აუცილებელი პროფესიული და პიროვნული უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ეფექტური ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და კოლეგიალურობა;
  • მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • შშმ პირებთან მუშაობისადმი კეთილგანწყობილი, პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო განრიგი: შეთანხმებით;
  • პროფესიული მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

შერჩევის პროცედურა
კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
  • ელექტრონული ფოსტით მიღებული განაცხადებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • პროფესიული მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:

ელექტრონული წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება — „მუსიკის მასწავლებელი“. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ნოემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: dcfs.georgia@gmail.com
ორგანიზაციის შესახებ

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების მდგრადი განვითარების ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიული მომსახურება.
Science / Education
Music
Views
Unique views