Today - 22 Oct
Standard
ტექნიკური მენეჯერი
Tbilisi

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Engineering Construction Engineering
  • Industry / Field: Real Estate Commercial Real Estate
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 4 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Engineering Construction Engineering
  • Industry / Field(Mandatory):
    Real Estate Commercial Real Estate
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: Georgian

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს ტექნიკურ მენეჯერს თბილისში არსებული მოლისთვის. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც შეუძლია ობიექტის სრული ტექნიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ტექნიკური გუნდის ეფექტიანი ხელმძღვანელობა.


ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მოლის სრული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ობიექტებზე ტექნიკური საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სამუშაო სივრცეების მუდმივი მონიტორინგი, რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება (მათ შორის საფრთხის შემცველი ტექნიკური საშუალებების გამოვლენა და აღრიცხვა);
  • საინჟინრო, სახანძრო და ელექტრო გაყვანილობების უსაფრთხოების დაცვა, გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა; ავარიულ შემთხვევებში დროული რეაგირება;
  • მესამე პირებთან, მათ შორის მოიჯარეებთან, მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური გუნდის კომპეტენციების განსაზღვრა, შესრულებული სამუშაოების კონტროლი. კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, განაწილება და კონტროლი; დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამოვლენა და დროული რეაგირება;
  • ობიექტებზე ჩასატარებელი სარემონტო-სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სრული პროცესის მართვა (კონტრაქტორების მოძიება, დოკუმენტაციის მართვა, შესყიდვების პროცესი);
  • საინჟინრო ან სარემონტო/სამონტაჟო ნახაზების, ასევე შეთანხმებული პირობების საფუძველზე, მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
  • საიჯარო ფართების მოიჯარეებისთვის გადაცემის დროს ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და გადაცემის კონტროლი; მოიჯარეების მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების დროს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა.
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი - აუცილებელი)
  • მინიმუმ 4-5 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის (Technical Manager) პოზიციაზე. სასურველია - უძრავი ქონების ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
  • ქართული ენის მშობლიურ დონეზე ფლობა
  • MS Office პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარები

  • ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გუნდის ეფექტიანად მართვისა და ლიდერობის უნარი
  • პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და ეფექტიანად გადაჭრის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე (არაუმეტეს 40 საათისა კვირაში), 10:00 - 19:00;


ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • ფასდაკლება ჯგუფში შემავალ ობიექტებზე

დაინტერესების შემთხვევაში, დააჭირეთ ღილაკს „მარტივი გამოხმაურება“ და გამოგვიგზავნეთ თქვენი პროფესიული რეზიუმე.

კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. აპლიკაციაში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Engineering
Construction Engineering
Views
Unique views
Sent CVs 0