Today - 26 Oct
Intern – Legal Proceedings
Batumi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: legal Banking law
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Flexible hours
  • Employment form: Internship
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

გადადგი პირველი კარიერული ნაბიჯები ლიბერთი – ბაზისბანკ ჯგუფთან ერთად და დაიწყე კარიერა იურიდიული მიმართულებით სამართალწარმოების სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი;

ფუნქცია მოვალეობები:
  • ბანკის წარმომადგენლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და სამართალწარმოების პრაქტიკულ პროცესებში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბანკის შესაბამის პროგრამებში მუშაობა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა იურიდიული მასალების მოძიება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ინდივიდუალურ მენტორს — გამოცდილი პროფესიონალის მხარდაჭერას, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს — სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობას;
  • რეგულარულ შეფასებასა და უკუკავშირს — საკუთარი პროგრესის შეფასებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიღებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს — შესაძლებლობას, განივითაროთ პრაქტიკული უნარები, გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები და გადადგათ პირველი ნაბიჯები იურიდიულ კარიერაში.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CVსა ან და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3(სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტინაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
legal
Banking law
Views
Unique views