Today - 08 Nov
Training Course – Technical Engineer
Batumi, Khimshiashvili District, T. Abuserisdze Street
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Engineering Other
  • Industry / Field: Construction Civil Engineering, Construction
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Internship with future employment prospects
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Other
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კარიერის თავისუფალი ინსტიტუტი (LCI) აცხადებს ინჟინერ-ტექნიკოსის სასწავლო კურსზე მიღებას, შემდგომი დასაქმებით კომპანია TechStand Service-ში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ LCI კურსდამთავრებულს წარადგენს კომპანია TechStand Service-ში, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსის ვაკანსიები უკვე ღიაა.

კანდიდატმა, რომელსაც სურს ამ პოზიციაზე დასაქმება, წარმატებით უნდა გაიაროს 8-კვირიანი სასწავლო კურსი ქალაქ ბათუმში: 4 კვირა თეორიული და 4 კვირა პრაქტიკული ნაწილი. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის: ყველაფერს ნულიდან ვასწავლით.

სასწავლო კურსის პერიოდი ანაზღაურებადი არ არის. ანაზღაურებადი დასაქმება TechStand Service-ში იწყება მხოლოდ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ.

სასწავლო კურსი
კურსი გრძელდება 8 კვირას: პირველი 4 კვირა თეორიული ნაწილი, შემდეგი 4 კვირა პრაქტიკული ნაწილი, გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით.

ეტაპი - ხანგრძლივობა - ფორმატი - რას მოიცავს
1. თეორიული ნაწილი - 4 კვირა - ადგილზე - სასწავლო ცენტრში - ჰიდრავლიკური და ელექტრო ნახაზების წაკითხვა, ელექტრული სქემების წაკითხვა, უსაფრთხოების ნორმები, მშენებლობაზე მუშაობისა და უსაფრთხოების წესები
2. პრაქტიკული ნაწილი - 4 კვირა - ადგილზე - სამუშაო ობიქეტზე -რეალური სამუშაოები მენტორის ზედამხედველობით და საბოლოო შეფასება

კურსი მოიცავს სამ მიმართულებას:

ელექტროფიცირება
  • კაბელების გაყვანა, დაერთება
  • ელექტროკარადების აწყობა სქემის მიხედვით
  • ელექტროძრავების მონტაჟი, დაერთება და შემოწმება
  • უსაფრთხო მუშაობა ძაბვის ქვეშ მყოფ სისტემებთან

მილსადენის სისტემები
  • წყალგაყვანილობის, კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მილების გაყვანა და დაერთება
  • სისტემის ჰერმეტულობის შემოწმება

მექანიკური სამუშაოები
  • ლითონის კონსტრუქციების და ჩარჩოების აწყობა ნახაზის მიხედვით
  • დანადგარების მონტაჟი, ჩამოსწორება და დამაგრება
  • ზომვის, ჭრის, ბურღვის და ჭაქის ხელსაწყოების სწორი გამოყენება

ინჟინერ-ტექნიკოსის მოვალეობები TechStand Service-ში
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოები: კაბელების გაყვანა და დაერთება, ელექტროკარადების აწყობა, დაერთება და მომსახურება.
  • ელექტროძრავებისა და სხვა ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, დაერთება, გაშვება და ტექნიკური მომსახურება.
  • წყალგაყვანილობის, კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მილების გაყვანა, დაერთება.
  • მეტალის კონსტრუქციებისა და დანადგარების აწყობა ტექნიკური ნახაზის მიხედვით.
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება და ხარვეზების აღმოფხვრა.
  • უსაფრთხოების წესების დაცვა და ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სწორი გამოყენება.
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.

მოთხოვნები კანდიდატისადმი
  • დისციპლინა — მთავარი მოთხოვნა: სამუშაო გრაფიკის, ვადებისა და წესების უპირობო დაცვა.
  • კარგი ფიზიკური მდგომარეობა და ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი.
  • ხელების კარგი მოტორიკა: ხელსაწყოებისა და დეტალების აწყობისა და დაშლის უნარი, ხელსაქმისადმი მიდრეკილება.
  • ახალი უნარების სწრაფად და მარტივად ათვისების უნარი.
  • ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი და მოთმინება.
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.
  • სრული 8-კვირიანი არა ანაზღაურებადი კურსის გავლის მზადყოფნა.

დასაქმება და ანაზღაურება TechStand Service-ში
TechStand Service-ში დასაქმების შემთხვევაში იწყება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა თვეში 2,000 ლარის ხელფასით. გამოსაცდელი ვადის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება დონის მიხედვით.

დონე - აღწერა - ხელფასი (ლარი, თვეში)
  • Level 0 - გამოსაცდელი ვადა, 3 თვე - 2,000
  • Level 1 - ასრულებს მარტივ სამუშაო პროცესებს ნახაზისა და ინსტრუქციების მიხედვით; ინჟინრულ გადაწყვეტილებებს არ იღებს. - 4,000
  • Level 2 - სამუშაოს დამოუკიდებლად ართმევს თავს; წარმართავს უშუალო სამუშაო პროცესს, აძლევს მიმართულებას სხვა ქვემდგომ თანამშრომლებს. - 6,350
  • Level 3 - ხაზავს და ქმნის სისტემების ნახაზებს; შეუძლია PLC-ის დაპროგრამება (PLC mapping). - 8,550
  • Level 4 - დამოუკიდებლად იღებს ინჟინრულ გადაწყვეტილებებს და ქმნის ახალ კონცეფციებს. - 11,115
  • Level 5 - კარიერული ზრდა - 14,450

შემდეგ დონეზე გადასვლა დამოკიდებულია უნარებსა და შედეგებზე.

რას გთავაზობთ8-კვირიან სასწავლო კურსს გამოცდილი სპეციალისტებისგან და სამ პროფესიას ერთ კურსში.
წარმატებით დასრულების შემთხვევაში წარდგენას TechStand Service-ში, სადაც დაგხვდებათ სტაბილური სამსახური და სახელფასო სტრუქტურა, რომელიც იზრდება თქვენი უნარების ზრდასთან ერთად.
უსაფრთხო სამუშაო გარემოს და თანამედროვე ინსტრუმენტებს.
მეგობრულ გუნდს, რომელიც გაფასებს და გიზიარებთ გამოცდილებას.

როგორ განაცხადოთ
გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე წერილი, რატომ გაინტერესებთ ეს კურსი, ბმულზე ინჟინერ-ტექნიკოსი - სასწავლო კურსი (LCI) განაცხადის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი 2026. კურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი ბათუმი.

CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ეთანხმება LCI-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და თანხმობას აცხადებს, რომ LCI-მ დაამუშაოს CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები კურსზე შერჩევის მიზნით, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადასცეს ისინი TechStand Service-ს დასაქმების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
Apply (On another website)
Engineering
Other
Views
Unique views