Next
Today - 07 Nov
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Security / Protection
Facility Security - Industry / Field: Consumer Products and Services
Household Items - FMCG - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Security / Protection
Facility Security - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Household Items - FMCG - Education level(s): Bachelor, Master, Doctor, High School
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უსაფრთხოების მენეჯერის ელ. ფოსტის კონტროლი და თანამშრომლამდე ახალი ინფორმაციის მიწოდება;
- ჰიპერმარკეტში ხარვეზების დაფიქსირება;
- ჰიპერმარკეტის გაღება/დაკეტვა;
- ქურდობის ფაქტებზე რეაგირება;
- წუნდებული პროდუქციის აქტების კონტროლი;
- დაზიანებული პროდუქციების გადამოწმება;
- აუნაზღაურებელი ქურდობების დადგენა და პოლიციისთვის გადაცემა. საქმის აღძვრა/წარმოებაში ჩართულობა;
- კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Security / Protection
Facility Security
Views
Unique views