Next
Today - 19 Oct
Employment Consultant
Marneuli Municipality, Marneuli
Application information
Email: azeriwomengeorgia@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
Labor Relations - Industry / Field: Nonprofit
Civic & Social Organization - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Human resources
Labor Relations - Industry / Field(Mandatory):Nonprofit
Civic & Social Organization - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): Master, Bachelor, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დასაქმების კონსულტანტი
ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 30.05.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
საქართველოში პროექტი განხორციელდება მარნეულისა მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: დასაქმების კონსულტანტის მთავარი მიზანია პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება, ასევე, სამეწარმეო უნარების განვითარებაში მხარდაჭერა, მათი პიროვნული, პროფესიული და კარიერული უნარების განვითარებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის ბაზრის ანალიზი და მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით;
- ბენეფიციარი ახალგაზრდების განათლების, კვალიფიკაციისა და არსებული უნარების შეფასება და მათი განვითარების საჭიროებების განსაზღვრა;
- ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით;
- ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარებისა და დასაქმების საკითხებზე;
- ტრენინგების ჩატარება დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე (CV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრების უნარები და სხვა);
- ქოუჩინგის პროცესის წარმართვა და ბენეფიციარების მხარდაჭერა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამის “NEXT ECONOMY” გამოყენებით;
- ბენეფიციარების მხარდაჭერა სამუშაოს ძიების სტრატეგიების განსაზღვრასა და პრაქტიკაში განხორციელებაში;
- ბენეფიციარების ხელშეწყობა თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
- აქტიური თანამშრომლობა საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან, პროფესიულ სასწავლო ცენტრებთან და სხვა პარტნიორებთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
- ვაკანსიების მოძიება და ბენეფიციართა დაკავშირება პოტენციურ დამსაქმებლებთან;
- ბენეფიციარების მხარდაჭერა შესაბამისი ინფორმაციისა და განცხადებების გავრცელებაში (მათ შორის მედიის საშუალებით);
- დასაქმების სფეროში არსებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- ბენეფიციართა ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, მათ შორის გამოცდილების გაზიარების ფორმატების განვითარება;
- სამუშაო გეგმების შემუშავება და განხორციელებული საქმიანობის რეგულარული ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან;
- პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ საგანმანათლებლო, საკოორდინაციო და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- დასაქმების კუთხით ახალგაზრდებთან, მოწყვლად ოჯახებთან და/ან თემთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად);
- ბენეფიციარების ინტერესების, პოტენციალისა და საჭიროებების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
- სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2000 წელს და რეგისტრირებულია ქ. მარნეულში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია აზერბაიჯანელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცება, ასევე, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ახორციელებს საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სოციალურ და მშვიდობის მშენებლობის პროგრამებს და 2000 წლიდან დღემდე 45-ზე მეტი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განახორციელებული.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „დასაქმების კონსულტანტი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ლეილა სულეიმანოვა (ტელ: +995 593 205 065).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com
Human resources
Labor Relations
Views
Unique views