Today - 19 Oct
Accountant
Marneuli Municipality, Marneuli
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field: Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Part-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: Mobile field work
  • Salary: (+ Bonus)

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field(Mandatory):
    Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Master, Doctor, Bachelor
  • Languages: Georgian,English
  • Hard skills: Microsoft Excel
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი

ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 31.06.2028

პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
საქართველოში პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი:
  • პროექტის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი. ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
  • პროექტის სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება;
  • პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • დონორის მიერ დადგენილი ფორმით, რეგულარული ფინანსური ანგარიშების მომზადება და დროულად წარდგენა სათავო ოფისში;
  • პროექტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
  • პროექტის საბუღალტრო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ პროექტებში/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;
  • სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
  • ორგანიზაციაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი და პროგრამაში მუშაობის მზაობა.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2000 წელს და რეგისტრირებულია ქ. მარნეულში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია აზერბაიჯანელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცება, ასევე, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ახორციელებს საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სოციალურ და მშვიდობის მშენებლობის პროგრამებს და 2000 წლიდან დღემდე 45-ზე მეტი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განახორციელებული.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ,,ბუღალტერი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ლეილა სულეიმანოვა (ტელ: +995 593 205 065).

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views