Next
Today - 06 Nov
Psychologist
Bolnisi Municipality, Bolnisi
Application information
Email: infobolnisiaec@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Non-governmental (NGO)
Mental Health Support and Advocacy, Child Welfare and Development Medical Psychology - Industry / Field: Nonprofit
Civic & Social Organization - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Part-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Non-governmental (NGO)
Mental Health Support and Advocacy, Child Welfare and Development MedicalPsychology - Industry / Field(Mandatory):Nonprofit
Civic & Social Organization - Education level(s): Bachelor, Doctor, Master
- Educational programs: Applied Social Psychology, Child and Adolescent Psychological Assessment and Counseling, Clinical Psychology
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ა(ა)იპ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: ფსიქოლოგი
სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 30.05.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
საქართველოში პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.
საქმიანობის ძირითადი მიზანი:
პროექტის ბენეფიციარების ფსიქოლოგიური შეფასება, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოგანათლება და ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ფსიქოლოგი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სავალდებულო მოთხოვნები:
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „ფსიქოლოგი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ირმა ზურაბაშვილი (ტელ: +995 599 982 416).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com

- თითოეული ბენეფიციარი ახალგაზრდის ფსიქოლოგიური შეფასება;
- შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ფსიქოკონსულტირება;
- ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოსაგანმანათლებლო სესიების ჩატარება;
- განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
- ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
- ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- სამუშაო გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება;
- პროექტის ფარგლებში მიწოდებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა და სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით;
- ახალგაზრდებთან, მოწყვლად ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად);
- ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
- ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „ფსიქოლოგი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ირმა ზურაბაშვილი (ტელ: +995 599 982 416).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com
Non-governmental (NGO)
Mental Health Support and Advocacy,
Child Welfare and Development
Medical
Psychology
Views
Unique views