Next
Today - 19 Oct
Fundraising Team Coordinator
Marneuli Municipality, Marneuli
Application information
Email: azeriwomengeorgia@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Customer Loyalty Programs - Industry / Field: Nonprofit
Civic & Social Organization - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Customer Loyalty Programs - Industry / Field(Mandatory):Nonprofit
Civic & Social Organization - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor
- Educational programs: Applied Social Psychology, Child and Adolescent Psychological Assessment and Counseling, Clinical Psychology
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის - „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას:
პროექტის კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 31.06.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
საქართველოში პროექტი განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება, ანგარიშების მომზადება. პროექტის კოორდინატორი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის წინაშე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მართვა
- პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა
- პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დადგენილი ვადების გათვალისწინებით
- გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშების ანალიზი და პროექტის მიზნების შესრულების მონიტორინგი
- ორგანიზაციის შესაბამის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობით, პროექტისა და ფინანსური რესურსების ადმინისტრირება
- პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
- პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- პროექტის აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
- პროექტის ბიუჯეტით გაწეული ხარჯების მონიტორინგი
- პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება
- პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი გადამზადების კურსების გავლა და საჭიროების შემთხვევაში სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს)
- სოციალურ კეთილდღეობის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს გამოცდილებას), მენეჯმენტის კუთხით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
- ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
- ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად გადაცემის/წარდგენის შესაძლებლობა
- სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
- საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2000 წელს და რეგისტრირებულია ქ. მარნეულში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია აზერბაიჯანელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცება, ასევე, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ახორციელებს საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სოციალურ და მშვიდობის მშენებლობის პროგრამებს და 2000 წლიდან დღემდე 45-ზე მეტი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განახორციელებული.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „პროექტის კოორდინატორი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ლეილა სულეიმანოვა (ტელ: 593 205 065).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com
Marketing/Public Relations (PR)
Customer Loyalty Programs
Views
Unique views