Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„ფოლადის სახლი“ 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.


კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მძღოლის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლის ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

  • ავტომობილის მართვის გამოცდილება;

  • თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;

  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.


პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული

  • პუნქტუალური

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობა


ვაკანსიის პირობები:

სამუშაო ადგილი: ლილო

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ანაზღაურება: 1500 ლარი

დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@poladissakhli.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599254125 / +995599042484.


ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ფოლადის სახლი“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;

  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: iuristi@poladissakhli.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Administration / Business Management Administration Driver
Industry / Field:
Manufacturing Metal and steel production
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
Mobile field work
Salary:
Fixed 1500
Additional benefits:
Providing transportation,Free meal

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Administration / Business Management Administration Driver
Education level(s):
High School
Languages:
Georgian
Driving licence:
B Category
Views
Unique views