Today - 05 Nov
Standard
Facilities Department Administrator
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Economic processes management, Administration
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1330

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Economic processes management, Administration
  • Industry / Field(Mandatory):
    Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შესარჩევად

თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ბ) სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გ) ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, ლოჯისტიკის, სამეურნეო, ოპერაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel) ;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
  • ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  • გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • დ) გუნდური მუშაობის უნარი; ე)წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ვ) სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • ზ) სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
  • პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ ადმინისტრატორს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შეასრულება:
  • ა) უნივერსიტეტის პირველი კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ბ) უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება;
  • გ) კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
  • დ) გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
  • ე) კორპუსში განთავსებულ ფაკულტეტებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუდიტორიების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათი გამართულად ფუნქციონირების კონტროლის მიმართულებით;
  • ვ) კორპუსში არსებული აუდიტორიების, საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნისა და გამოყენების პროცესის ორგანიზება;
  • ზ) ღონისძიებების მიმდინარეობისას საჭირო საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია და მიმდინარე პროცესების კონტროლი;
  • თ) ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • ი) ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“ .
Administration / Business Management
Economic processes management,
Administration
Views
Unique views