Today - 05 Nov
Standard
Waiter
Tbilisi, Avlabari, Ketevan Tsamebuli Ave. (Avlabari)
Application information
Email: hr@khedihotel.ge
Phone: +995 599 57 77 50
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques, Cooking - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Mixed shifts
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques, Cooking - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მიმტანის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი, 24 ქეთევან წამებულის გამზირი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი)
ჩვენ შესახებ:
ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ-კლასის სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას რესტორან „ხედის“ მიმტანის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ განვითარდნენ მასპინძლობის წამყვან ინდუსტრიაში და შექმნან დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების თბილი მიღება, მენიუს დეტალური გაცნობა და კერძებთან შეხამებული სასმელებისა (ღვინო, კოქტეილები) თუ დესერტების შეთავაზება;
- მომსახურების სრული ციკლის წარმართვა სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვით (სერვირება, მაგიდების ეტაპობრივი ალაგება და მოწესრიგება);
- ღვინის სერვირება შესაბამისი პროფესიული სტანდარტის დაცვით;
- ოპერატიული და უშეცდომო კომუნიკაცია სამზარეულოსთან, ბართან და სერვისის გუნდთან;
- დარბაზისა და სამუშაო სივრცის მზადყოფნის უზრუნველყოფა (მაგიდების მომზადება, ჭურჭლისა და ჭიქების იდეალური პოლირება);
- შეკვეთების ზუსტი გატარება რესტორნის საოპერაციო პროგრამაში და ანგარიშსწორების პროცესის (ნაღდი/უნაღდო) ეფექტური წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე (პრემიუმ-კლასის რესტორანში ან 4/5-ვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად, სასაუბრო დონეზე ფლობა (B2 დონე); სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი ღვინის სახეობების საბაზისო ცოდნა;
- რესტორნის საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ბონუსად.
პიროვნული თვისებები და კომპეტენციები:
- განვითარებული კომუნიკაციური უნარები, თავაზიანობა და პოზიტიური განწყობა;
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან (სამზარეულო, ბარი, ჰოსტესი) სწრაფი კოორდინაციის უნარი;
- სტრესულ და დინამიურ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და მობილიზების უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და შრომის უსაფრთხოების/ჰიგიენის ნორმების დაცვა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას: დღიური 55 ლარი (ხელზე ასაღები) + % მომსახურებიდან + თიფსი;
- სურვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევას და FitPass-ის პაკეტს;
- უფასო კვებას თანამშრომლების სასადილოში;
- ღამის ცვლის შემდეგ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას ბუტიკური სტილის სასტუმროს რესტორანში.
შერჩევის ეტაპები:
CV-ების გადარჩევა;
I ეტაპი — გასაუბრება HR / რესტორნის მენეჯერთან;
II ეტაპი —ანაზღაურებადი სტაჟირება/პრაქტიკა რესტორნის დარბაზში.
CV-ების გადარჩევა;
I ეტაპი — გასაუბრება HR / რესტორნის მენეჯერთან;
II ეტაპი —ანაზღაურებადი სტაჟირება/პრაქტიკა რესტორნის დარბაზში.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@khedihotel.ge
ან მოგვწეროთ WhatsApp-ში: +995 599 57 77 50
ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) ან WhatsApp შეტყობინებაში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „მიმტანი / რესტორანი ხედი“.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით სხვა შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques,
Cooking
Views
Unique views
